Ossity is our latest product. It's a search hub and web research tool. Try it now for free!


This page has been Textised!
The original page address was http://pain.org.ge/aboutus/


[Image: http://www.pain.org.ge/aboutus/news.jpg]  
ძილის დარღვევა

არსი, ფორმები, გამოსწორების გზები

 


 
ძილის დარღვევის გამომწვევი პროფესიები

"ისინი ფხიზლობენ ჩვენზე ზრუნვისთვის"

 


 
დაღლილობა

14 ყველაზე გავრცელებული მიზეზი და მათი დაძლევის გზები

 


 
გონივრული კვება

გონივრული, ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი ანუ რაციონალური კვება (ლათ. rationalis–„გონივრული“) – ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა...


 
21 უგემრიელესი ხემსი

და სულ რაღაც... 100 და ნაკლები კალორია

 


 
13 ცნობილი დიეტის შეფასება 2014 წლისთვის

დღეს მსოფლიოში უამრავი წონაში დასაკლები მეთოდია მოწოდებული. ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა დიეტებს ურჩევენ. რთულია უნაკლო დიეტის მოძებნა. მაინც, რომელია უკეთესი?...


 
შაკიკი

შაკიკის ძირითადი სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ ძლიერია. ტკივილს ხშირად გულისრევა ან ღებინება, ასევე სინათლის და ხმაურის აუტანლობა ახლავს თან...


 
მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თ/ტკივილი

ნებისმიერი ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევის დროს ადამიანები ცდილობენ მიმართონ ამ საწუხრის შემამცირებელ, დამაამებელ საშუალებას ანუ „მაშველ“ პრეპარტს...


 

                     ელექტროსტიმულაცია

                             შაკიკის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი

[Image: http://www.pain.org.ge/aboutus/stimulator.png]  
ელექტროსტიმულაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაკიკის პრევენციაში და  მიჩნეულია  მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატივად. 
ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) რეგისტრაციაში გაატარა კანგავლითი ელექტრო   ნეიროსტიმულაციის აპარატი,  რომელიც  შაკიკის პრევენციის  ეფექტური მეთოდია. 

აპარატი თავსდება შუბლზე, მის ცენტრში მოთავსებული ელექტროდიდან  წამოსული იმპულსები ასტიმულირებს სამწვერა ნერვს. ამ დროს ადამიანს ეწყება მცირე დაბუჟება ან ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება. 

FDA-ის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ აპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში, დღეში ერთხელ  არაუმეტეს 20 წუთისა. 

ბელგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა 67  მოხალისეზე, რომელთაც თვეში ჰქონდათ  შაკიკის ორზე მეტი  შეტევა და 3 თვის მანძილზე არ იღებდნენ მედიკამენტებს შაკიკის პრევენციისთვის. ყოველდღიური ელექტროსტიმულაციის  შედეგად  კვლევაში მონაწილე პირებში შემცირდა შაკიკის შეტევების რაოდენობა და ტკივილიგამაყუჩებლების მოხმარება.  

FDA -ს ინფორმაციით მნიშვნელოვან გვერდით მოვლენას ადგილი არ ჰქონია და კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა 53%-ზე მეტია.  

ელექტრონეიროსტიმულაციის აპარატი უკვე ხელმისაწვდომია და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.  



  Copyright 2012


Textise: Back to top

This text-only page was created by Textise (www.textise.net) © Textise - CPC LLC
To find out more about our product, visit Textise.org.